მე თაზო ვარ, თავისუფალი სიტყვის ბლოგიდან. გუშინ Sweet Baby Girl-მა შემომთავაზა მისი ბლოგისთვის რამე პოსტი დამეწერა. ბიჭი ხარ და პირველად შენ სწორედ ამიტომ გითხარიო. სწორედ ამიტომ, დღეს "სვითლენდის" სტუმარი ვარ. ამაყ!
ამ პოსტში ვისაუბრებ ქალისა და კაცების ურთიერთობაზე. უფრო კონკრეტულად ჩემზე და ქალებზე, რომლებიც ჩემს გარშემო ტრიალებენ(თუ მე ვტრიალებ მათ გარშემო...ნუ რა მნიშვნელობა აქვს). დაწყნარდი, განვლილი ვნებიანი ღამეების აღწერას და ამით ტრაბახს არ ვაპირებ(ხოხ!).